ჰამილტონი ალექსანდრე

ჰამილტონი ალექსანდრე
(1757-1804) წლების მანძილზე იყო ჯორჯ ვაშინგტონის ადიუტანტი და პირადი მდივანი. 1782 წელს ჰამილტონი აირჩიეს კონტინენტურ კონგრესში როგორც ნიუ-იორკის წარმომადგენელი. ჰამილტონმა პირადად გამოსცადა კონფედერაციის ცენტრალური ხელისუფლების უსუსურობა და ამიტომ, ერთგვარი პროტესტის ნიშნად, დატოვა თავისი სადეპუტატო მანდატი. როგორც ფილადელფიის კონვენტის და ენეაპოლისის საკონსტიტუციო კრების წევრი, ჰამილტონი აქტიურად მონაწილეობდა ამერიკული კონსტიტუციის გარშემო მიმდინარე დისკუსიებში. 1789 წლიდან ჰამილტონი იყო ვაშინგტონის ადმინისტრაციის წევრი – განაგებდა ფინანსურ რესურსებს. 1795 წელს, ჰამილტონი გამოვიდა მთავრობის შემადგენლობიდან და დაუბრუნდა თავის საადვოკატო საქმიანობას. 1789-1800 წლებში ჰამილტონი იყო არმიის გენერალური ინსპექტორი. დაიღუპა დუელში.
Source: ხუბუა, გიორგი. ფედერალიზმი როგორც ნორმატიული პრინციპი და პოლიტიკური წესრიგი: [იურიდ. ფაკ. სტუდ. / რედ.: გიორგი ინწკირველი] - თბ., 2000

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем решить контрольную работу

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»